საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა დაასრულა. წავაგეთ მეოთხედფინალი ფინეთთან – 79:93.
პირველი ტაიმის ჩაგდების შემდეგ (მინუს 17), ვცადეთ დაწევა, სხვაობა 6 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი გავაწყვეთ.
მიუხედავად ამისა, ეს ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე საქართველო საუკეთესო რვა გუნდში არასდროს ყოფილა.
მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა გუნდების საბოლოო ადგილები.
კლასიფიკაციისას გაითვალისწინეს: ადგილი ჯგუფში, ჯგუფური ეტაპის შედეგები და ქულების სხვაობა. ამ მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ნაკრები მერვე ადგილზე გავიდა.
- ლიეტუვა – მე-2 B ჯგუფში (4-1, +38)
- პოლონეთი – მე-2 D ჯგუფში (3-2, +13)
- სლოვენია – მე-3 D ჯგუფში (3-2, +17)
- საქართველო – მე-4 C ჯგუფში (2-3, -19)
ქვედა ადგილები:
- საფრანგეთი, 10. სერბეთი, 11. იტალია, 12. ლატვია, 13. ბოსნია, 14. ისრაელი, 15. პორტუგალია, 16. შვედეთი, 17. ესპანეთი, 18. ბელგია, 19. ესტონეთი, 20. მონტენეგრო, 21. ბრიტანეთი, 22. ისლანდია, 23. ჩეხეთი, 24. კვიპროსი.
GIPHY App Key not set. Please check settings