ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა ყაზახი ბოლტინი 11:4 დაამარცხა და კარიერაში მსოფლიო პირველობებზე მეშვიდე მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს, ხოლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ვერცხლის მედალოსანია.
პეტრიაშვილამდე ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედალი აიღო ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ). მან საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა სომეხი ანდრიასიანი დაამარცხა.
დღეს კიდევ ერთი ბრინჯაოს შანსი გვაქვს. მირიან მაისურაძე (92 კგ) ფინალში გასასვლელად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ირანელ გასემპოურს შეხვდა და ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა. შესაბაისად, ქართველი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
დანარჩენი ორი ქართველი მოჭიდავე – ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) და გიორგი სულავა (74 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings