in

საქართველო ახალ მწვრთნელს ელაპარაკება: ვინ არის პიერ-ანრი ბრონკანი

Pierre-Henry BRONCAN head coach of Brive during the Pro D2 match between Beziers and Brive at Stade de la Mediterranée on May 16, 2025 at Stade de la Mediterranée in Beziers, France. (Photo by Alexandre Dimou/Alexpress/Icon Sport) - Photo by Icon Sport

ბოლო დღეებში სარაგბო სამყაროში აქტიურად განიხილება საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხი. გავლენიანი ფრანგული გამოცემა Rugbyrama წერს, რომ ქართული მხარე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრანგ სპეციალისტთან, პიერ-ანრი ბრონკანთან.

ოფიციალური დადასტურება ან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ინტერესი ორმხრივი და რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ამ ეტაპზე ჰყავს სამწვრთნელო შტაბი, ბრონკანის კანდიდატურა განიხილება, როგორც გამოცდილი კადრი, რომელმაც ფრანგულ ელიტაში თავი გამოიჩინა.

ბრონკანი 50 წლის ფრანგი სპეციალისტია, ყოფილი მორაგბე, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა 2000-იანების შუა პერიოდში დაიწყო.

კარიერა

მან გაიარა ყველა საფეხური – სამოყვარულო ლიგებიდან ტოპდონემდე. მუშობდა „ბლანიაკში“, „ოშში“, „ორიაკში“ და „კოლომიეში“ (Pro D2 დონე). რაც შეეხება ელიტაში მუშობის გამოცდილება, 2015-2018 წლებში იყო ფრანგული გრანდის, „ტულუზას“ დაცვის მწვრთნელი.

ბრონკანის სახელი განსაკუთრებით უკავშირდება „კასტრს“, რომელიც 2022 წელს Top 14-ის ფინალში გაიყვანა.

ამჟამად „ბრივის“ მთავარი მწვრთნელია, სადაც ქართველ მორაგბეებთან ერთად მუშაობს. ცნობილია, როგორც პრაგმატული მწვრთნელი. მისი ხელწერა გულისხმობს რკინისებურ დაცვას. „ტულუზში“ მუშაობის გამოცდილებამ მას დაცვითი სტრუქტურების გამართვა ასწავლა.

ფრანგი სპეციალისტი მოთამაშეებისგან ითხოვს მაღალი დონის ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკურ დისციპლინას. კარგად იცის, როგორ გამოიყენოს შერკინების ძალა, რაც ისტორიულად „ბორჯღალოსნების“ ძლიერი მხარეა.

ბრონკანი საკლუბო რაგბის ოსტატია, რომელმაც იცის, როგორ იმუშაოს ტოპლიგებში წნეხის ქვეშ.

თუკი მხარეებს შორის შეთანხმება მართლაც შედგება, მთავარი გამოწვევა იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს სპეციალისტი საკლუბო მეთოდოლოგიის მორგებას ეროვნული ნაკრების სპეციფიკაზე.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია: საქართველო მსოფლიოზე უშიშარ რაგბს ითამაშებს

მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მბაპეა: ვინ არიან მუნდიალის საუკეთესოები