საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის ივლისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. ეს იქნება, მესამე შემთხვევა, როდესაც საქართველოში ე.წ “Tier 1-ის” გუნდი ჩამოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას სარაგბო ინსაიდერი, ჟურნალისტი ტატო ნიკურაძე ავრცელებს. წყაროს ცნობით, ირლანდიელები ზაფხულში პორტუგალიას და რუმინეთს ესტუმრებიან.
საქართველო და ირლანდია აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 5-ვე მატჩი ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, უკვე დადასტურებულად, 19 ივლისს საქართველო სამხრეთ აფრიკას ეწვევა და კეიპტაუნში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings