in

საქართველოში შესაძლოა ფიჯი და სამოა ჩამოვიდნენ: შემოდგომაზე ორი ტესტი გვემატება

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ნაკრები ელიტურ საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 14 ნოემბერს ქალაქ ბორდოშია დაგეგმილი.

ნოემბერში საფრანგეთს ვეთამაშებით: ბორჯღალოსნები მამლებს ბორდოში დაუპირისპირდებიან

ახლა კი ირკვევა, რომ შესაძლებელია ნოემბერში ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ორი ტესტი ითამაშონ, ოღონდ ამჯერად მეორე დონის გუნდებთან. კარგია, რომ თუ ეს თამაშები შედგა, შეხვედრები საქართველოში ჩატარდება და იმედია გულშემატკივარსაც მიეცემა მათზე დასწრების საშუალება.
არსებული ინფორმაციით, ჩვენთან შესაძლოა ფიჯი და სამოა ჩამოვიდნენ.

საქმეე ისაა, რომ მსოფლიო რაგბიმ ოქტომბერ-ნოემბრის ტესტ-მატჩების განრიგი გამოაქვეყნა, რომლებიც “შემოდგომის ერთა სერიის” ფარგლებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეერკინა და 9:40 წააგო. ბორჯღალოსნებს ერთ კვირაში მეორედაც უნდა ეთამაშათ, მაგრამ მატჩი პანდემიის გამო ჩაიშალა. ამავე მიზეზით ვერ ჩატარდა თბილისში 17 ივლისს შოტლანდიასთან შეხვედრაც.
ასევე გეცოდინებათ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში ვირუსით დაავადდა. ის დღემდე იოჰანესბურგის კლინიკაში მკურნალობს, მისი მდგომარეობა რთული იყო, თუმცა ბოლო მონაცემებით მაისაშვილი უკეთაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომ კითხო, ფული აღარ აქვთ: გახდებიან თუ არა სალაჰი და პოგბა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები – ფრანგს დაუჯერებელ ხელფასს აძლევენ

სამარცხვინო ამბავი ლოგიკურად დასრულდა: გოგოჭურს აკრედიტაცია შეუჩერეს და ტოკიო უნდა დატოვოს