in

საქართველოში სანიოლი ყველაზე კარგი ყოფილა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვილი სანიოლს კონტრაქტი გაუგრძელა. ფრანგი ჩვენთან 2028 წლამდე დარჩება. „ტრანსფერმარკტმა“ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ სანიოლი ყველაზე წარმატებულად მუშაობს საქართველოს ნაკრებში.

სანიოლი საქართველოში 2021 წლის თებერვლიდან არის, მას შემდეგ 42 მატჩი ჩაატარა – 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

მისი ხელმძღვანელობით გუნდი საშუალოდ 1.57 ქულა აგროვეს. ამ მაჩვენებლით სანიოლმა დავით ყიფიანს გადაასწრო, თუმცა უნა ითვას, რომ ყიფიანს ნაკრებში პირველი მუშაობის პერიოდში უკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა – საშუალოდ 1,86 ქულა.

საშუალო ქულებით საუკეთესო მწვრთნელები (დასახელებულია მწვრთნელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებში 10-ზე მეტ შეხვედრა გამართეს):

ვილი სანიოლი – 42 მატჩი, 1.57 ქულა;

დავით ყიფიანი – 22 მატჩი, 1.53 ქულა;

ვლადიმირ ვაისი – 47 მატჩი, 1.34 ქულა.

ნაკრებში 10-ზე მეტი მატჩი ვინც ჩაატარა

შეგახსენებთ, ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატებში დაასახელეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას სტილის შეცვლა მოუწია: მსხვერპლია თუ არა კვარაცხელია

ფოტო: უკვე ყველანი აქ არიან – ხვიჩამ შვილი მონათლა