საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება, – ამის შესახებ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის დირექტორმა დავით კერესელიძემ განაცხადა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა და ვიდეორგოლიც გაავრცელა.მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის მე-20 საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა. დავით კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ 24 ოქტომბერს „ინტერი“-„იუვენტუსის“ თამაშის დროს „სან-სიროს“ სტადიონზე გამოეფინება ბანერი, სადაც დადასტურდება „ინტერის“ საქართველოსთან თანამშრომლობა.
„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings