საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა);
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე (ორივე ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);
ბრინჯაოს მედალი: ლაშა გურული (კრივი).
ჩვენი ოლიმპიური დევიზი: უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე (ტოკიოში) ნაწილობრივ შესრულდა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ტოკიოში ჩვენებმა ერთით მეტი, 8 მედალი მოიგეს, თუმცა მაშინ 2 ოქრო იყო (2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო), ახლა კი 3 ოქრო გვაქვს. ვთქვათ ისიც, რომ წინა თამაშებზე 34 სპორტსმენი გვყავდა, ახლა კი 28 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილი.
GIPHY App Key not set. Please check settings