in

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ევროპაში 7-კაცა და 7-ქალა რაგბი ბრუნდება. წელს 7-კაცა რაგბის ტურნირების უმაღლეს დივიზიონს გრანპრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა, მეორე დივიზიონს ალაფა, მესამე დივიზიონს კი, კონფერენსი.

რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ და სავარაუდოდ, დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს და პირველ ტურნირს 5-6 ივნისს, ლისაბონში (პორტუგალია) ჩაატარებს. თამაშები მკაცრი კოვიდ-რეგულაციებით გაიმართება და უმაღლეს დივიზიონში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფებში ასე განაწილდნენ.

ა ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, საქართველო, ლიტვა;

ბ ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი;

7-კაცა რაგბში ჩემპიონატის მეორე ეტაპი 26-27 ივლისს რუსეთში გაიმართება და იქ ჯგუფები პირველ, ლისაბონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგება.

ალაფას ორ ეტაპს ითამაშებს ჩვენი 7-ქალა ნაკრებიც. ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპს 19-20 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ.

ა ჯგუფი: უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა;

ბ ჯგუფი: ჩეხეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, დანია;

7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროსარბიელზე განთესილი მხოლოდ თბილისის დინამო იქნება

ვიდეო: NFL-ს კალენდრის კოსმიური ანონსი – ეს უნდა ნახოთ