ყატარი 2022-ის ევროპის ზონის B საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ამ ჯგუფის მონაწილე საქართველოს ნაკრები ტურნირიდან ისვენებდა, ამიტომაც ვილი სანიოლის გუნდმა ამხანაგური მატჩი ითამაშა და სტუმრად ბულგარეთთან 1:4 განადგურდა.
ესპანეთის ნაკრები კოსოვოს ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში გოლი პაბლო ფორნალსმა გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა.
ტურის ცენტრალურ მატჩში კი, საბერძნეთმა შვედეთს უმასპინძლა. გულშემატკივრებმა ძალიან კარგი მატჩი ნახეს. საბოლოოდ, საბერძნეთმა 2:1 გაიმარჯვა.
ჯგუფს ესპანეთი 13 ქულით ლიდერობს და შვედეთს უკვე 4 ქულით უსწრებს, თუმცა შვედეთის ნაკრები პოტენციური ლიდერია, რადგან მას ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული.
მომდევნო ტური 9 ოქტომბერს გაიმართება: საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო შვედეთი – კოსოვოს. ესპანეთის ნაკრები ისვენებს.
GIPHY App Key not set. Please check settings