in

საქართველოს შანსი ნულია: 24 გუნდში ბოლო ადგილზე დაგვაყენეს

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრიც აღარაფერი დარჩა და გუნდებმა უკვე დაიწყეს მზადება. ბუქმეკერები და ანალიტიკური კომპანიები კი თავის საქმეს აკეთებენ და პროგნოზებს არ იშურებენ.

სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მა გუნდების შანსები შეაფასა და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე აღმოჩნდა – 0.1%-ია ჩვენს ჩემპიონობაზე, ხოლო ჯგუფიდან გასვლაზე – 8.3%.

მთავარ ფავორიტად ინგლისი დაასახელეს, რომელსაც საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია მოყვებიან.

მანამდე პორტალ Goal-მაც გამოაქვეყნა ევრო 2024-ის ფავორიტების რეიტინგი და საქართველო აქაც ბოლო იყო.

ევრო 2024-ის ფავორიტები: საქართველო ბოლოა, პირველი საფრანგეთია

ევროპის ჩემპიონატი, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონტემ და პრეზიდენტმა ისადილეს: მწვრთნელს დღეს წარადგენენ და 250 მილიონს მისცემენ ტრანსფერებისთვის

რომელ გუნდში გადავა მამარდაშვილი: ფავორიტი ატლეტიკოა