in

საქართველოს ფასი გაიზარდა: ხვიჩა ისევ პირველია

საქართველოს ნაკრების საბაზრო ღირებულება 154 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ჩვენის გუნდის ფასი ამდენი არასოდეს ყოფილა. ცხადია, მონაცემები ტრანსფერმარკტს ეკუთვნის.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კი ბუნებრივია ხვიჩა კვარაცხელიაა.
მეორე ადგილზე „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილია. ჩვენიანი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მეთორმეტეა.

საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი:

  1. ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლი“, 85 მლნ ევრო;
  2. გიორგი მამარდაშვილი – „ვალენსია“, 30 მლნ ევრო;
  3. გიორგი მიქაუტაძე – „აიაქსი“, 10 მლნ ევრო;
  4. ზურიკო დავითაშვილი – „ბორდო“, 3 მლნ ევრო;
  5. საბა საზონოვი – „ტორინო“, 3 მლნ ევრო.

საქართველო ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური შეფასება 6.2 მილიონი ევროა. ყველაზე ძვირად ღირებულია ლუკა გაგნიძე, რომლის ტრანსფერი 2 მილიონადაა შეფასებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის სტადიონები: ყველაზე კარგი ტოტენჰემს აქვს

მევალეები ფეხების მოტეხვით მემუქრებოდნენ: ტონალი თავისი გუნდის თამაშებზე დებდა ფსონებს