in

საქართველოს უკვე ყველა სერიოზულ ძალად აღიქვამს: რას ამბობს ვილი სანიოლი ფეხბურთელებზე

აქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ორი მაგარი გამარჯვებით დაიწყო. ახლა კიდევ ორი თამაშია დ იმედი გვაქვს წარმატება გაგრძელდება. ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა უკვე დაასახელა, სადაც ერთი ახალი ფეხბურთელი დაამატა (თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი), დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მეც მაინტერესებდა ფეხბურთელები ახალ ციკლს როგორ დაიწყებდნენ, მათ მოლოდინს გადააჭარბეს. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ სექტემბრის წარმატება შემთხვევითი არ იყო. ჩვენი პროგრესი გრძელდება. წინ რთული თამაშები გვაქვს.

ყველა თამაში ერთმანეთს არ ჰგავს, მთავარია, თითოეულმა ფეხბურთელმა შეცდომების რაოდენობა შეამციროს. სექტემბრის მატჩები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ვგრძნობ, რომ ბიჭები მზად არიან წინსვლისთვის.

კლუბში მიქაუტაძე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ გამოასწორებს მდგომარეობას. ვერ დავივიწყებთ, რაც მან ნაკრებისთვის გააკეთა. მაგრამ ეს ფეხბურთია და მდგომარეობა უნდა გამოასწოროს. ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით. ფეხბურთს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები.

გულიაშვილი საინტერესო მოთამაშეა. ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევად მიმაჩნდა მისი მიწვევა. მან ბოსნიის ჩემპიონატში თამაში კარგად დაიწყო, ისევე როგორც ნონიკაშვილმა უკრაინაში. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ყოველთვის მივცემთ.

ყველა მატჩი ერთმანეთს არ ჰგავს. შეცდომებიც იქნება. მთავარია, ახალი და უფრო დიდი გამოწვევებისთვის ვიყოთ მზად.

კონკურენცია ყოველთვის კარგია. ნახევარდაცვა დავაბალანსეთ, მოთამაშეები სწორად შევარჩიეთ. ალთუნაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და ვაფასებ. ნონიკაშვილი ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს. იგივეს ვიტყვი გოგლიჩიძეზე. ვათამაშებ თუ არა მას ძირითად შემადგენლობაში? იტალიაში დებიუტანტია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, დიდი ხანია თამაშობს. მას შანსი ექნება.

კვარაცხელია ახლა უკეთ თამაშობს, ვიდრე წინა სეზონში. ასეთი დონის მოთამაშეები ადრე თუ გვიან ფორმაში შედიან. უბრალოდ კითხვები მქონდა მის ფიზიკურ მომზადებაზე, მაგრამ ახლა კარგად გამოიყურება.

უკრაინის ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა ჩეხებიც და უკრაინელებიც უკვე ხვდებიან, რომ ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს. ჩვენ უკვე ყველა სერიოზულ ძალად აღვიქვამს. უკრაინის ნაკრები წარმატებას ეცდება და დაძაბული შეხვედრა გველის. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ნავსის გატეხვას და სასურველი შედეგის მიღწევას“.

გვინდა: ნაკრებმა დინამოზე ითამაშოს, ნაკრებს საკუთარი ბაზა ჰქონდეს, სანიოლთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ…

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს. გუნდი მატჩებისთვის მომზადებას 7 ოქტომბერს პოლონეთში დაიწყებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვინდა: ნაკრებმა დინამოზე ითამაშოს, ნაკრებს საკუთარი ბაზა ჰქონდეს, სანიოლთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ…

საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელებმა ევროპის ბრინჯაოს ერთა ლიგაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს: ფოტო