in

საქართველოს სტუმრად საბერძნეთით დაიწყებს, 10-ში სახლში ისლანდია გველოდება

საქართველოს ნაკრები მალე ხელბურთში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებს დაიწყებს. ფინალური ეტაპი სამ ქვეყანაში – ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში გაიმართება.
შესარჩევი ეტაპი 6 ნოემბერს იწყება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფშია და ჩვენი მეტოქეები არიან ისლანდია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

სულ რვა ჯგუფია. ფინალურ ეტაპზე 2-2 საუკეთესო გადის და კიდევ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 6 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 10 ნოემბერს კი თბილისში ისლანდიის ნაკრებს შეხვდება.

დანარჩენი შეხვედრების განრიგი:

12-13 მარტი
საქართველო – ბოსნია ჰერცეგოვინა

15-16 მარტი
ბოსნია ჰერცეგოვინა – საქართველო

7-8 მაისი
საქართველო – საბერძნეთი

10-11 მაისი
ისლანდია – საქართველო

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სალიას ტრანსფერზე: პრემიერლიგის კლუბები ბოლო წლებში ქართული ფეხბურთისადმი დიდ ინტერესს იჩენენ

ქოჩორა ტურის სიმბოლურშია