in

საქართველოს ორი მატჩი ევრო 2024-ის ათ საუკეთესოშია

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საყოველთაო აღიარება, სიმპათია და სიყვარული მოიპოვა. ჩვენსკენ იყო ნეიტრალური გულშემატკივარი, უეფაც ძალიან კმაყოფილი დარჩა ქართველებით. დებიუტანტმა გუნდმა თავისი ხიბლი შემატა ტურნირს და დასამახსოვრებელი თამაშიც აჩვენა.

ცნობილმა გამოცემა The Athletic-მა ევრო 2024-ის საუკეთესო მატჩები ჩამოწერა და ათ საუკეთესოში საქართველოს მონაწილეობით ორი შეხვედრა შეიყვანა. საინტერესოა, რომ მატჩების დიდი უმეტესობა ჯგუფურ ეტაპზე მოდის, რაც პლეი-ოფების პრაგმატულ ფეხბურთს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

  1. ესპანეთი-გერმანია (2:1), 1/4 ფინალი.
  2. თურქეთი-საქართველო (3:1), ჯგუფური ეტაპი.
  3. ნიდერლანდები-ავსტრია (2:3), ჯგუფური ეტაპი.
  4. ესპანეთი-ინგლისი (2:1), ფინალი.
  5. ავსტრია-თურქეთი (1:2), 1/8 ფინალი.
  6. საქართველო-პორტუგალია (2:0), ჯგუფური ეტაპი.
  7. ხორვატია-ალბანეთი (2:2), ჯგუფური ეტაპი.
  8. ესპანეთი-იტალია (1:0), ჯგუფური ეტაპი.
  9. ბელგია-სლოვაკეთი (0:1), ჯგუფური ეტაპი.
  10. სლოვენია-სერბეთი (1:1), ჯგუფური ეტაპი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2024: საინტერესო ციფრები და ფაქტები…

მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურშია