საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იტალიაში განაგრძობს. შეგახსენებთ, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი).
6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ოლიმპიადის საგზურს ფინალში გამარჯვებული მიიღებს.
ჯგუფში საქართველო 2 ივლისს მასპინძელ ლატვიას შეხვდება, ხოლო 4-ში – ფილიპინებს.
საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ავტობუსით 2 საათის გზაზე მდებარე ქალაქ ტრენტოში გაემგზავრება, სადაც 23 ივნისს, ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის სამზადისში მყოფ იტალიის ნაკრებთან საკონტროლო მატჩს გამართავს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მატჩის მეორე საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება, სადაც დასკვნით შეკრებას გამართავს. ჩვენი გუნდი იურმალაში დაბანაკდება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან და 28 ივნისს – ეგვიპტესთან.
GIPHY App Key not set. Please check settings