საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად ჰყავს.
ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს.
43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი მოთამაშის კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).
ვილი სანიოლმა “ბაიერნის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო.
ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა 2014-16 წლებში დაიწყო, ის ფრანგულ “ბორდოს” ხელმძღვანელობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings