ამიერიდან “მაკრონი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იქნება.
სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო 6 წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და “მაკრონს” შორის ოფიციალური ხელშეკრულება დღეს, სასტუმრო “შერატონში: გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და “მაკრონის” სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კასოლარიმ მოაწერეს.
“მაკრონი” სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს საქართველოს ვაჟ და ქალთა ნაკრებებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს. ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჩაატარებს. მომავალ ერთა ლიგაზე კი, საქართველოს ნაკრები “მაკრონის” ექსკლზიურად ჩვენთვის შექნილი ფორმებით ითამაშებს.
“მაკრონი” 1971 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია. კომპანიის ბრენდირებული მაისურებით უეფას წევრი 7 ნაკრები და საკმაოდ ბვერი იტალიური კლუბი ასპარეზობს.
GIPHY App Key not set. Please check settings