in

საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით დაიწყებს. სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

29 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება. მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.

ჩვენი გუნდი უეფას ერთა ლიგის ბ ლიგაში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორაშვილმა შეიძლება სპორტინგი დატოვოს