ფეხბურთის ფედერაცია სიახლეს ავრცელებს:
„საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება“.
თამაშის შესახებ მეტი დეტალი მალე გახდება ცნობილი.
ისე, რაღაც მსგავსი უკვე გვინახავს. 2013 წლის 31 მაისს კახა კალაძის გაცილების მატჩი შედგა, სადაც საქართველოს ნაკრები კალაძის მთავარ კლუბს „მილანს“ პირთამდე სავსე „დინამოზე“ ეთამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings