საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთთან ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდი ბადახოსიდან სოფიაში ჩაფრინდა, სადაც პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, ოღონდ, აღდგენითი ხასიათის.
საქართველოს ნაკრები ბულგარელებთან მატჩისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება, რადგან გუნდს სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, “ულსან ჰიუნდაის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.
7 სექტემბერს, ქართველი ფეხბურთელები სოფიაში კიდევ ერთხელ, მატჩამდე უკანასკნელად ივარჯიშებენ, მანამდე კი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი, საქართველო).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი).
ქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე სანაკრებო ფანჯარა ძალზე წარუმატებელი გამოდგა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან (0:1) და ესპანეთთან (0:4) წააგო. ბულგარეთთან ტესტ-მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings