in

საქართველოს ნაკრების ტრიო ლიგა 1-ში ისტორიას წერს

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელის – გიორგი მიქაუტაძის, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიან თამაშს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ცნობილი ანალიტიკური გვერდი FtalentScout-ი გამოეხმაურა.

„არასდროს არცერთ ტოპ ლიგაში იმდენი ქართული გოლი არ გასულა, რამდენიც მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში. ქართული „ოქროს ტრიო“ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ისტორიას წერს“, – ვკითხულობთ FtalentScout-ის გვერდზე.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ („ლიონი“) ლიგა 1-ში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 31 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა ზურიკო დავითაშვილის („სენტ-ეტიენი“) ანგარიშზე, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ (პსჟ) 13 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ჯამში, მიმდინარე სეზონში ქართულმა ტრიომ საფრანგეთის ლიგა 1-ში 38 გოლში მიიღო მონაწილეობა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ბარსელონას უნდა