in

საქართველოს ნაკრების ლიდერები ევრო 2024-ზე კვარაცხელია და მამარდაშვილი იქნებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ ევრო 2024-ისთვის დასახელებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით გამოცემა BeSoccer-მა სტატია გამოაქვეყნა.

„საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გასამართი ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა გამოაცხადა. „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი გუნდის ლიდერები იქნებიან. „ჯვაროსნები“ 30-წლიან ისტორიაში პირველად ითამაშებენ კონტინენტის პირვეოლობაზე.

გუნდის განუყოფელი ნაწილი იქნება გიორგი ქოჩორაშვილიც. საქართველო F ჯგუფში თურქეთს, პორტუგალიასა და ჩეხეთს დაუპირისპირდება.

გუნდში ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი მეკარე გიორგი ლორიაა. მცველებს შორის გამოძახებულია ბრატისლავის „სლოვანის“ ვეტერანი მცველი გურამ კაშია, რომელსაც ივლისში 37 წელი შეუსრულდება.

ნახევარდაცვაში „უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე და „ბორდოს“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი ითამაშებენ. ფლანგიდან კი სახიფათო ლევან შენგელია იქნება. თავდასხმაში კვარაცხელიასთან ერთად ბუდუ ზივზივაძე იქნება, რომელიც ლუქსემბურგთან მატჩის გმირი იყო.

სანიოლის გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ლორია და წიტაიშვილი თამაშობენ“, – წერს გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე კარგი ბრაზილიელები ევროპაში: ფენომენი რონალდო პირველია

კვარას შეუძლია წავიდეს, შანტაჟი არ იქნება… ხვიჩას კვირას ბოლო მატჩი აქვს ნაპოლიში?