in

საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მსურს

„უოტფორდ ობსერვერის“ საფეხბურთო რეპორტიორმა ადამ დრურიმ გიორგი ჩაკვეტაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუს მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ინგლისური კლუბის ქართველი ვარსკვლავი, სხვა საინტერესო თემებთან ერთად, საქართველოს ნაკრებზეც საუბრობს.

„როგორ შეუძლია „უოტფორდს“ ამ სეზონში საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრა? უკეთ უნდა შევუტიოთ, მეტი გოლი გავიტანოთ და უფრო აგრესიულები ვიყოთ. გასული სეზონი ჩვენთვის რთული იყო, რადგან ბოლოს ძალიან ბევრი თამაში წავაგეთ. რა თქმა უნდა, თავი უკეთ უნდა დავიცვათ, მაგრამ შეტევაშიც აუცილებლად უნდა ვიაქტიუროთ. ახლა თავდასხმის ხაზში ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, ამიტომ იმედია, ამას შევძლებთ.

როდესაც „უოტფორდში“ მოვედი, უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ყოველთვის მზად არ ვიყავი, ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა. ერთი წლის შემდეგ თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე ვითამაშე და იქიდან რომ დავბრუნდი, ვცდილობდი, ყველა შეხვედრაში ბოლომდე დავხარჯულიყავი.

დრიბლინგი ბავშვობიდანვე მიყვარდა. როცა ბურთი მაქვს, ვცდილობ, გუნდისთვის რამე სასარგებლო გავაკეთო. გულშემატკივრების კეთილგანწყობას ვგრძნობდი, ისინი ყველა თამაშის დროს მამხნევებდნენ. 10-იანის პოზიციაზე თამაში მომწონს – როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე, ეს ჩემთვის საუკეთესო პოზიციაა.

თუმცა, ახლა ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, თუ რა გუნდს აშენებს „უოტფორდში“ პაულო პეცოლანო. ტრავმის გამო გუნდთან სრულფასოვნად ჯერ არ მივარჯიშია, დაბრუნების შემდეგ მწვრთნელთან უფრო მეტს ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ხედავს ჩემს როლს გუნდში. ვიცი მისი შეხედულება, თუ როგორი ფეხბურთი მოსწონს და ეს მახარებს. ის ნამდვილად კარგი მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ, ახალი სეზონისთვის მზად ვიქნებით.

გასულ სეზონში „უოტფორდში“ 41 თამაში ჩავატარე და მხოლოდ ორი გოლი გავიტანე. ამ სეზონში მინდა, უკეთ ვითამაშო, მეტი გოლი გავიტანო და საგოლე გადაცემები გავაკეთო. სეზონის ბოლოს „უოტფორდის“ პრემიერლიგაში გადასვლა და საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იქნება.

გასულ ზაფხულს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად მოვხვდით და ეს მშვენიერი გამოცდილება იყო. ყოველთვის ვცდილობდით, ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან რთული იქნება, რადგან ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი გვყავს, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარში დღეს მამარდა იქნება

მამარდაშვილმა ლივერპულში 90 წუთი ითამაშა, მაგარი ბურთი აიღო და ერთი გაუშვა