in

საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელებმა ევროპის ბრინჯაოს ერთა ლიგაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს: ფოტო

ქართული პარაფრენბურთის ისტორიაში პირველად ევროპის ბრინჯაოს ერთა ლიგის ფინალში ქართველი სპორტსმენები მოხვდნენ. ფინალურ მატჩში საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხეს.

ბრინჯაოს ერთა ლიგა, ჩეხეთში, კერძოდ პრაღაში 4-6 ოქტომბერს გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს, ესტონეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სპორტსმენებმა.

2024 წლის ბრინჯაოს ერთა ლიგის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, რომელმაც დაძაბულ მატჩი საქართველოს ნაკრები 3-1 დაამარცხა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს ის ესტონეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ჩეხეთის ფრენბურთელებს 3-1 სძლია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს უკვე ყველა სერიოზულ ძალად აღიქვამს: რას ამბობს ვილი სანიოლი ფეხბურთელებზე

ვიდეო: ვირტუსმა ევროლიგაში ეფესთან წააგო, შენგელიამ 12 ქულა მოაგროვა