in ,

საქართველოს მხარდაჭერა ექნება და აგრესიულად ითამაშებს: რებროვი დარწმუნებულია, რომ მისი ბიჭები უკრაინისთვის იბრძოლებენ

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს უკრაინას დაუპირისპირდება ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში. თუ პირველ ადგილზე და პლეი-ოფში გასვლა სურთ, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება, სხვა შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაჭირდება.

უკრაინა ბათუმში თურქეთიდან ჩამოვიდა და მასპინძელ სტადიონზეც ივარჯიშა. მანამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

სერგეი რებროვი:

„სერიოზულ მეტოქესთან რთული თამაშისთვის ვემზადებით.
საქართველოსთან პირველი და ეს მეორე მატჩი, ვფიქრობ, სხვადასხვა ხასიათის იქნება. ისევე ვემზადებით, როგორც საქართველო. ახლა ჩვენ სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება.

არ ვიცი, რა პოზიციაზე ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩვენ საკუთარი გეგმა გვაქვს. საქართველოს ნაკრები მასპინძელია და უფრო აგრესიულად ითამაშებს, ვიდრე პოზნანში, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენს გეგმას განვახორციელებთ.

სამწუხაროდ, ბევრი მოთამაშეა, ვისაც მცირე დაზიანება აქვს. “დინამოსა” და “შახტარის” ფეხბურთელები საკმაოდ დაღლილები არიან. ვერ ითამაშებს ვლადისლავ ვანატი. რაც შეეხება არტიომ დოვბიკის მზადყოფნას, ვნახოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ესმით ამ თამაშის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ყველა მობილიზებული იქნება და უკრაინისთვის იბრძოლებს“.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვინდა ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშოთ: საქართველოს თავისი მიზანი აქვს

რა ვითარებაა ნაკრებში: ფორსმაჟორი მეორდება