საქართველოს სარაგბო ნაკრების გადაყენებული თავკაცის რიჩარდ ქოქრილის ნაცვლად ბორჟრალოსნების მწვრთნელად ჯერ პიერ ანრი ბრონკანის, ხოლო შემდეგ ფრანკ აზემას კანდიდატურას ასახელებდნენ, მერე კი უორენ გეტლანდის სახელმა გაიჟღერა. ახლა კი ირკვევა, რომ საქართველო ფრანგ სპეციალისტ ბრონკანს ორწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა და ის მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება, როდესაც „ბრივთან“ კონტრაქტი დაუმთავრდება.
მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ივნისამდე კი ჩვენს გუნდს იტალიელი მარკო ბორტოლამი უხელმძღვანელებს, რომელიც მერე ბრონკანის თანაშემწე გახდება.



GIPHY App Key not set. Please check settings