in

საქართველოს მეტოქე გაირკვა: მსოფლიოზე გასასვლელად ესპანეთია – ჯერ თელავსა და თელავივში

ხელბურთში საქართველოს ნაკრებს მარტში მნიშვნელოვანი მატჩები აქვს. ჩვენს გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისრაელთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, თამაშები 19 და 21 მარტსაა. მათ შორის გამარჯვებული კი ესპანეთს შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საფლეიოფო წილისყრაში, რომელსაც დანიის ქალაქმა ჰერნინგმა უმასპინძლა, გაირკვა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საქართველო vs ისრაელს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

წილისყრის შედეგად, წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდება ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ბრინჯაოს მედალოსან, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონ და სამი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ესპანეთს.

საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთთან პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, საამისოდ კალენდარში მონიშნულია 13-14 მაისი, განმეორებითი შეხვედრისთვის კი 16-17 მაისი.
პლეი-ოფში გამარჯვებული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (13-31 იანვარი) გერმანიის ექვს ქალაქში ჩატარდება.

ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თელავში ჩაატარებს, განმეორებითს, 21 მარტს თელავივში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ერთი გიორგი: მეცმა ქვილითაია აიყვანა