საქართველოს ნაკრები ავსტრიაში ემზადება და 9 ივნისს სტუმრად ამხანაგურს ითამაშებს მონტენეგროსთან, მანამდე კი ჩვენი ჯგუფის მეტოქეები თამაშობენ. წუხელ პორტუგალიამ და თურქეთმა ჩაატარეს პირველი სპარინგები.
პორტუგალიამ შვებულებაში მყოფი რონალდოს გარეშე შინ ფინეთი დაამარცხა – 4:2. დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა ბრუნო ფერნანდეშმა.
პორტუგალიამ შთამბეჭდავი ფეხბურთი ითამაშა და დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ლიდერს საერთოდ არ უთამაშია.
პორტუგალია – ფინეთი 4:2
გოლები: 1:0 დიაში (17), 2:0 ჟოტა (45+4, პენ), 3:0 ბრუნო ფერნანდეში (55), 3:1 პუკი (71), 3:2 პუკი (77), 4:2 ბრუნო ფერნანდეში (84)
პორტუგალია: ჟოზე სა – კანსელო, რუბენ დიაში (46. ინკაიო), ანტონიო სილვა (73. დანილო პერეირა), ნუნუ მენდეში (46. დალოტი) – ჟოაო ნევეში, პალინია (46. ბრუნო ფერნანდეში), ვიტინია – კონსეისაო, დიოგო ჟოტა (46. გონსალო რამოში), ლეაო (46. ნეტო).
პორტუგალია ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს – 8 ივნისს ხორვატიას, 11 ივნისს კი ირლანდიას უმასპინძლებს.
ჩვენი პირველი მეტოქე თურქეთი სტუმრად იტალიას დაუზავდა – 0:0.
42-ე წუთზე ტრავმა მიიღო „ჰოფენჰაიმში“ მოთამაშე მცველმა ოზან კაბაკმა, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და კლინიკაში წაიყვანეს. შეგახსენებთ, თურქებს ორი ფეხბურთელი უკვე გამოაკლდათ – ჩაგლარ სიონჯუ („ფენერბაჰჩე“) და თავდამსხმელი ენეს იუნალი („ბორნმუთი“).
თავი არცერთ გუნდს არ მოუკლავს და სახიფათო მომენტებიც ბევრი ყოფილა. იტალია ოდნავ ჯობდა მოწინააღმდეგეს.
იტალია – თურქეთი 0:0
თურქეთი: ბაინდირი – ჩელიკი (66. ოზკაჩარი), ქაბაქი (41. დემირალი), ბარდაქჩი, მულდური – ჩალჰანოღლუ, აიჰანი (66. ოზდემირი) – აიდინი (46. ომური), იაზიჩი (54. ქოქჩუ), ილდიზი – ბ. ილმაზი (81. ქილიჩსოი)
თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს -10 ივნისს ვარშავაში პოლონეთს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings