საქართველოს ნაკრები სახელბურთო ელიტას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები ყველა საერთაშორისო ღონისძიებიდანაა მოხსნილი და მათი ადგილი საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებმა დაიკავეს, რომლებიც სხვა, საკვალიფიკაციო ეტაპს მიღმა დარჩენილ ნაკრებებზე, რეიტინგით მაღალ პოზიციაზე იმყოფებოდნენ.
დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა. ჩვენი გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა და მისი კონკურენტები უნგრეთი, შვეიცარია და ლიეტუვა იქნებიან.
ჯგუფიდან ორი გუნდი ევროპირველობაზე ავტომატურად ხდება, მესამეადგილოსანს, სხვა დარჩენილი შვიდი ჯგუფის მესამეადგილოსნებთან ქულების დატოლებით მიეცემა საშუალება მოხვდეს ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის და იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე.
GIPHY App Key not set. Please check settings