in

საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ

ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან შესახვედრად ემზადება. ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ და ნახევარმცველმა მიკელ მერინომ თამაშის წინ ორესკონფერენცია ჩაატარეს.

ლუის დე ლა ფუენტე:
„იმედია ამინდი ხელს არ შეგვიშლის. მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მოგებაა საჭირო და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ძლიერ მეტოქესთან რთული შეხვედრა გველოდება. საქართველოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ წინააღმდეგ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ბიჭები მოტივირებული და კონცენტრირებული არიან, კმაყოფილი ვარ.

ფეხბურთელების ტრავმებზე არ ვნერვიულობ, რადგან დიდი არჩევანი მაქვს, ორი ან სამი გუნდის ჩამოყალიბება შეგვიძლია. ერთადერთი, რაც მსურს, არის ის, რომ თითოეული მოთამაშე ჯანმრთელი იყოს“.

მიკელ მერინო:
„ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი გვაკლია, თუმცა ჩვენს გუნდში ბევრს შეუძლია ინდივიდუალურად კარგი თამაში. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის “.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ქალაქ ელჩეში დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუმ ძირითადში დაიწყო, გოგამ 11 ქულა ჩააგდო

ფოტო: ილია თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და საქართველოსთან წარმატებები უსურვა