საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ თამაშის უფლება მოიპოვა. უკვე ჩატარდა წილისყრაც და ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან. ახლა კი ცნობილი ხდება მატჩების კალენდარი.
17 იანვარი, 2026
ხორვატია – საქართველო
შვედეთი – ნიდერლანდები
19 იანვარი, 2026
საქართველო – შვედეთი
ნიდერლანდები – ხორვატია
21 იანვარი, 2026
ნიდერლანდები – საქართველო
შვედეთი – ხორვატია
ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 15 იანვარს იწყება და თვის ბოლომდე გასტანს. მასპინძლები შვედეთი, დანია და ნორვეგია არიან.
საქართველო თავის შეხვედრებს შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings