in

საქართველოს და მისი მეტოქეების ციფრები: ჩვენი ყვითლები, სხვების?..

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე აღარაფერი რჩება და მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ნაკრების დებიუტს.
მანამდე კი რამდენიმე საინტერესო ციფრი ჩვენი ჯგუფის მონაწილეებზე.

თურქეთის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ 3 გოლი გაიტანა პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ კი ბევრად კარგად მისდიოდა საქმე – 11 გოლი. თუმცა, ამასთან პირველი ტაიმი მხოლოდ ორჯერ წააგო.

ჩეხეთის ნაკრები ზედიზედ მე-8 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 1996 წლის შემდეგ ეს გუნდი ევროპირველობის უცვლელი მონაწილეა. აი მსოფლიო ჩემპიონატი კი დიდად არ გამოსდით: ბოლო პერიოდში მხოლოდ 2006 წელს მოხვდნენ.
კიდევ ის არის, რომ ჩეხებს ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავთ – საშუალოდ 25.3 წელი.

პორტუგალიას შესარჩევში 9 მშრალი მატჩი მოუგროვდა. მეტის უფლება სლოვაკებმა არ მისცეს, პორტოში ორი გოლი გაუტანეს.
არ დაგვავიწყდეს, რომ კრიშტიანო რონალდო მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც რეკორდია. მან ამ ტურნირზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა (25) და გოლიც ყველაზე მეტი გაიტანა – 14.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე 27 ყვითელი ბარათი მიიღო. ფინალისტებს შორის ეს ყველაზე მეტია… თურქეთთან ერთად.
პირველ შეხვედრაში სწორედ ეს „გაყვითლებული“ გუნდები ხვდებიან…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომელმა კლუბმა გაუშვა ყველზე მეტი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე: საქართველო სამამდე ვერ ავიდა

ფოტო: უეფამ ქართველი ფეხბურთელების ფოტოები გამოფინა