in

საქართველოს ახალი ლეგიონერი ჰყავს

ოფიციალურად: საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს!
ჩვენს გუნდს თელავივის „მაკაბის“ უკანახაზელი, ჯო ტომასონი შემოურთდა.

ეს ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ტომასონი „მაკაბისთვისაც“ ახალწვეულია, გუნდს გასულ კვირას შეუერთდა.

ბოლოს „გრანადაში“ თამაშობდა. მისი საშუალო სტატისტიკა ასეთია: 14.1 ქულა, 3.4 მოხსნა და 3.4 პასი.

რუმინეთის „დინამო“, პოლონეთის „გდანსკი“, სლოვაკეთის „ლიუბლინა“, „ზელონა გორა“, ისრაელის „გალილ გილბოა“, ესპანეთის „მანრესა“, რუსეთის „პეტერბურგი“, საბერძნეთის „პრომითეასი“ – ეს ის გუნდებია, სადაც ადრე ტომასონს უთამაშია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის, შემდეგ კი 26 თებერვალს თბილისში სერბეთს უმაპისნძლებს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ პელეს აჯობა და ამერიკაში წასული მთავარი ვარსკვლავია

ახალმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა