„ტრანსფერმარკტმა“ საფეხბურთო ბაზრის მონაცემები განაახლა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ახლა ყველაზე ძვირია, ვიდრე ოდესმე ყოფილა – ჩვენი მოთამაშეების ჯამურმა ფასმა 137,15 მილიონ ევროს მიაღწია, რაც ისტორიული რეკორდია.
საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი წლების განმავლობაში 35-დან 45 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა. 50 მილიონიან ზღვარს არ გადავსულვართ.
საქართველოს ნაკრების შეფასების მატება ბოლო ერთ წელიწადში დაიწყო, რაც ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის მაჩვენებლების ცვლილებებმა განაპირობა – 2022 წლის შემდეგ მათი ტრანსფერების საბაზრო ღირებულება, ჯამში, 90 მილიონით გაიზარდა.
„ტრანსფერმარკტმა“ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის შეფასება 2022 წლის 5 მაისის შემდეგ 15 მილიონიდან 85-მდე გაზარდა, ანუ 70 მილიონით. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს – მისი ტრანსფერის პირობითმა ფასმა 2022 წლის მარტის შემდეგ 5 მილიონი ევროდან 25 მილიონამდე მოიმატა.
GIPHY App Key not set. Please check settings