in

საქართველოსთან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს: თურქეთის მწვრთნელი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩით იწყებს. ჩვენი პირველი მეტოქე ალბათ ჯგუფში მთავარი კონკურენტი თურქეთია. მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ვინჩენცო მონტელა:

„4 მეკარე გვყავს. ყველა კარგ ფორმაშია, ხოლო ვინ ითამაშებს, წინასწარ არ ვიტყვი. მოსამზადებელ პროცესს მგზავრობის დროის მიხედვით ვარჩევთ და ტაქტიკურ მზადებას ვატარებთ.

ამ სეზონში არდა გიულერის ყველა თამაში ვნახე, თუ როგორ გამოიყურება ის სხვადასხვა პოზიციაზე. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია თამაშის წარმართვა ყველა ზონასა და ნებისმიერ პოზიციაზე. ეს ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა. ითამაშებს იქ, სადაც გუნდს დასჭირდება.

რატომ ჩავატარეთ ბოლო ვარჯიში სტამბოლში? საერთოდ, ბოლო ვარჯიშისთვის დრო არ არის განსაზღვრული, ამიტომ, ვივარჯიშეთ მაშინ, როცა ჩვენთვის კომფორტული იყო.

საქართველო ის გუნდია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩვენ ვეთამაშეთ მას ევროპის ჩემპიონატზე, მოვუგეთ, მაგრამ იმის მერე საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო წინ წავიდა და განვითარდა. მაგრამ ჩვენ გვყავს ნაკრები, რომელმაც შეძლო ღირსების წარმოჩენა ევროპის ჩემპიონატზე. გვაქვს ჩვენ მიზანი, რომელიც მხოლოდ გამარჯვებას უკავშირდება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობას, ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. პირველი თამაშია, თან სტუმრად და ასეთ ძლიერ მეტოქესთან. ვიცით, საქართველო რამდენად სერიოზული მოწინააღმდეგეა და შესაბამისად მოვემზადეთ.

სტადიონზე თბილ ატმოსფეროს ველოდებით. ჩვენი სკაუტების გუნდი იყო ჩამოსული თბილისში და ვიცით, რასთან გვექნება საქმე.

მახსოვს, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში თბილისში რომ ვითამაშე, მაგრამ ახლა სხვა ქვეყანას წარმოვადგენ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო, ვიდეო: დღეს საქართველო მსოფლიოს იწყებს

ესპანეთში თამაში ბავშვობის ოცნება იყო: ტაბატაძის მთავარი ოცნება საქართველოს ნაკრებია