საქართველოს ნაკრებს დღეს საღამოს ისტორიული მატჩი აქვს. ევრო 2024-ის ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრას თამაშობს პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებთან. გუშინდელ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თქვა, რომ წამყვან მოთამაშეებს ათამაშებდა, თუმცა ისიც გაურია, რომ სხვებსაც მისცემდა თამაშის საშუალებას. ძირითადში იქნება კრიშტიანო რონალდო.
სამაგიეროდ, გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა ABOLA ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოსთან მატჩის სასტარტოში არ იქნებიან ისეთი წამყვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან – ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში, პეპე, რუბენ დიაში და კანსელუ. თამაშს გამოტოვებს დისკვალიფიცირებული რაფაელ ლეაოც.
GIPHY App Key not set. Please check settings