in

საქართველომ ჩეხეთთან დახურული თამაში წააგო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთში ადგილობრივ გუნდთან საკონტროლო მატჩი გამართა. ეს გახლდათ „ჯვაროსნების“ ბოლოსწინა ამხანაგური შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის წინ. მატჩი დახურული ხასიათის იყო და რეპორტაჟი არ გადაიცემოდა. ჩეხეთმა თავიდანვე მოიპოვა უიპრატესობა და საბოლოოდ 103:83 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებოდა თორნიკე შენგელია, რომელიც ესპანეთშია და გულის პრობლემების გამო გუნდთან ერთად არ იმყოფება. ექიმები გვაიმედებენ, რომ შენგელია ევრობასკეტზე ნაკრებთან ერთად იქნება.

ჩეხეთთან მატჩში 14 წუთი ითამაშა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც წინა შეხვედრაში, პოლონეთთან, ფეხი გადაიბრუნა. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და რატიმაც ჩეხეთთან 3 ქულა ჩააგდო.

მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა დაასვენა სანდრო მამუკელაშვილი. მისი და შენგელიას არყოფნაში სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და გოგა ბითაძე.

ბოლდუინს შედეგიანი მატჩი ჰქონდა – 14 ქულა და 9 პასი; 17-17 ქულით დაასრულეს შეხვედრა შეცვლაზე შესულმა დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა; 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გოგა ბითაძეს; 8 ქულა – ბექა ბურჯანაძეს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს ისევ ჩეხეთთან, 21 აგვისტოს გამართავს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია ისევ ლიდერია: UFC-ის რეიტინგი

საქართველო ახლა უფრო ძლიერია: თურქეთის მწვრთნელი