in

საქართველომ სომხეთი დაშალა და B ლიგაში რჩება

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრები ერევანსი დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0. ჩვენმა გუნდმა ფაქტობრივად გაინაღდა B ლიგაში დარჩენა.

საქართველომ პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 33-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილის პასით ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა, ოთხ წუთში კი, გიორგი მამარდაშვილის პასით მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ნაკრების შემტევმა მეორე გოლი შესვენების შემდეგ, 59-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის პასით გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვათა შორის, მამარდაშვილი ნაკრების პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა შასრულა.

მიქაუტაძემ ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.

ერთა ლიგა 2024/25. პლეი-ოფი B/C. პირველი მატჩი

სომხეთი – საქართველო 0:3
20.03. ერევანი. “ვაზგენ სარგსიანი”. 14 403 მაყურებელი
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (33. კიტეიშვილის პასით), 0:2 მიქაუტაძე (37. მამარდაშვილის პასით), 0:3 მიქაუტაძე (59. ჩაკვეტაძის პასით)

სომხეთი: ჩანჩარევიჩი – მურადიანი (81. ამბარცუმიანი), აროიანი, არუთუნიანი – დაშიანი (46. უდო), მანველიანი (46. ბიჩახჩიანი), ივუ (65. ნ. გრიგორიანი), სევიკიანი, ტიკნიზიანი – ბარსეგიანი, მირანიანი (57. კალუკიანი)
მწვრთნელი: ჯონ ვან’ტ სხიპი

საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (70. დვალი), აზაროვი (75. გოჩოლეიშვილი) – ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი – ჩაკვეტაძე (66. წიტაიშვილი), კიტეიშვილი (66. მექვაბიშვილი), დავითაშვილი – მიქაუტაძე (66. ზივზივაძე)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ლაცაბიძე, ზარია, შენგელია, ნონიკაშვილი, გულიაშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გაფრთხილება: კვეკვესკირი (18), კაკაბაძე (51), ამბარცუმიანი (90+3)

თამაში მასპინძლებმა პრესინგით დაიწყეს და ჩვენებს ცოტა გაუჭირდათ, თუმცა დაახლოებით მე-20 წუთიდან ბურთს ჩვენ დავეუფლეთ და თანდათან ყველაფერი თავის კალაპოტში მოექცა. ორი სახიფათო მომენტის შემდეგ გოლიც გავიტანეთ და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენებმა მეტოქე კონტრშეტევებზე გამოიჭირეს.
სომხეთი თანდათან გატყდა, სულ უფრო უხალისოდ გამოიყურებოდა, საქართველომ კი ბოლომდე იბრძოლა და ცხადია დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველო მთელი თავით აღემატება მეზობელს და ის, რომ ახლა ჩვენ ულაპარაკოთ ვიგებთ, ეს კანონზომიერია.

განმეორებითი მატჩი, რომელიც უფრო ფორმალობად იქცა, თბილისში კვირას, 23 მარტს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

3 ჩვენ, 2 იმათ, 7:0 ჩვენ, ოფიციალური იმათ – როგორია საქართველო-სომხეთის სტატისტიკა

ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს: სანიოლი თბილისში სხვა ფეხბურთელებს ათამაშებს