in

საქართველომ საფრანგეთთან წააგო და ევროპა მე-10 ადგილზე დაასრულა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი საფრანგეთთან ითამაშა, 13:16 წააგო და მე-10 ადგილზე გავიდა.

საფრანგეთი – საქართველო 16:13 (4:2, 6:4, 4:4, 2:3)

საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3), დადვანი (1), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი, ადეიშვილი (1), სარიჩი, იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), ტანკოსიჩი (1), პიეშივაცი (1), გვეტაძე, ვლანოვიჩი

პირველი ორი პერიოდი ერთნაირი სხვაობით, 2-2 ბურთით წავაგეთ, შესაბამისად შესვენებაზე 4-ბურთიანი ჩამორჩენით გავედით. მეორე ტაიმში კი შევეცადეთ გამოსწორებას, თამაშიც უფრო თანაბარი წავიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მიუხედავად ტაიმის მოგებისა (7:6), დაწევა ვეღარ შევძელით.

XI-XII: ნიდერლანდები – თურქეთი 25:8
IX-X: საფრანგეთი – საქართველო 16:13
VII-VIII: მონტენეგრო – რუმინეთი 21:15
V-VI: ესპანეთი – ხორვატია 17:9

23 იანვარი. ნახევარფინალები
საბერძნეთი – უნგრეთი, სერბეთი – იტალია

მსოფლიო ჩემპიონატის საგზური საუკეთესო რვა გუნდს ერგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტე კი კარგია, მაგრამ… შტურმმა როტერდამში წააგო და ვეღარ გავა

გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირია