საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაამარცხა – 46:28 და მეჩვიდმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.
სტუმრებმა პირველ ტაიმში ასე თუ ისე შეძლეს ბორჯღალოსნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავიდან დაწინაურდნენ კიდეც (13:5), მაგრამ ჩვენებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს სამი ლელოს დადება და შესვენებამდე წინაც გავიდნენ – 17:16.
მეორე ტაიმი უკვე ჩვენი იყო, ვდომინირებდთ და ლამაზი ლელოებიც დავდეთ.
საბოლოოდ საქართველომ 46:28 გაიმარჯვა და რაგბის ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ კი მერვედ მოიგო.
ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 მატჩში) მიითვალა და მსოფლიო საუკეთესო მელელოვეთა ათეულში მე-6 ადგილზე დაწინაურდა და ლეგენდარულ ანდერვუდს გაუთანაბრდა. ბექა გორგაძემ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი 120-ე და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩიღა აშორებს (რეკორდსმენია დავით კაჭარავა 122 მატჩით).


საქართველო – ესპანეთი 46:28
ლელო: კარკაძე (3), ტაბუცაძე (3), აბულაძე, ლობჟანიძე.
გარდასახვა: პაპუნაშვილი (2), ნინიაშვილი
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).



GIPHY App Key not set. Please check settings