in

საქართველომ ოკივანა არენაზე პირველად ივარჯიშა – ვიდეო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ “ოკინავა არენაზე” პირველად ივარჯიშა. დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ვარჯიშები დაიწყო და ტურნირის მონაწილე გუნდებს იმ ფიცარნაგის მოთელვა მოუხდათ, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ითამაშებენ. არენა ულტრათანამედროვეა. იაპონიაში სხვანაირი არც შეიძლება ყოფილიყო. დარბაზში მსოფლიოს მთავარი საკალათბურთო მოვლენისთვის სამზადისი ბოლო ფაზაშია. 25 აგვისტოსთვის ყველაფერი მზად იქნება და მუნდიალიც ოფიციალურად გაიხსნება.

ოკინავა არენაზე ჩვენმა ნაკრებმა 3 საათზე მეტი გაატარა. თავდაპირველად იყო ფოტო და ვიდეო სესია, შემდეგ ტრენაჟორებზე ვარჯიში, რის შემდეგაც, ილიას ზუროსის გუნდმა სათამაშო არენაზე გადაინაცვლა. ვარჯიში არ ყოფილა დატვირთული. ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა მოთამაშეებს განტვირთვის საშუალება მისცეს. ვარჯიში ძირითადად უკონტაქტო იყო და უმეტესწილად მოთამაშეები ფარში სროლებით შემოიფარგლნენ. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბი კომბინაციებს გვერდს ვერ აუვლიდა და ნახევარ მოედანზე რამდენიმე დაცვითი და შეტევითი დიაგრამა დაიტესტა.

24 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ერთ ვარჯიშს გამართავს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და კაპიტანი თორნიკე შენგელია ფიბა-სგან სავალდებულო წინასატურნირო პრესკონფერენციას ოკინავა არენაზე გამართავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისელ მსაჯებს სენდვიჩების ჭამა აუკრძალეს: არბიტრებისთვის დიეტა შეადგინეს

ოფიციალურად: გელაშვილი სპეციას ფეხბურთელია