წყალბურთში მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დაიწყო, რომელიც ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) ტარდება. ფინალური ეტაპის 6 საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძვის.
საქართველო B ჯგუფშია და პოდგორიცაში თამაშობს.
ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა მასპინძელი მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა. საქართველომ ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მინიმალური ანგარიშით დამარხდა – 12:13.
ჯგუფებში გუნდები წრიული სისტემით შეხვდებიან ერთმანეთს. 3-3 საუკეთესო ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მონტენეგრო – საქართველო 13:12 (1:3, 5:5, 3;0, 4:4)
საქართველო: რაზმაძე, ახვლედიანი (2), დადვანი, შუშიაშვილი (3), ბითაძე (1), ელაჩა (2), ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი (1), ადეიშვილი, ვასიჩი (3), ძიხწიარენკა, გვეტაძე
საქართველოს ნაკრების შეხვედრათა განრიგი:
9 მარტი
22:30 საქართველო – ავსტრალია
10 მარტი
20:30 ესპანეთი – საქართველო
13 მარტი
20:30 საბერძნეთი – საქართველო
14 მარტი
20:30 საქართველო – სერბეთი
GIPHY App Key not set. Please check settings