in

საქართველომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა… რად გინდა…

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გამარჯვებით დაასრულა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონს, დაუმარცხებლად მოასპარეზე პორტუგალიის ნაკრებს 2:1 სძლია.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გახსნა. 33-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძის პასით ანგარიში ჩიმბამ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი, 38-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს 42 ოფიციალური თამაში არ ჰქონდათ წაგებული და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ეს სერია შეაწყვეტინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს – პორტუგალიელების და ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი საბოლოოდ, მესამე ადგილზე დაქვეითდა, მეორეადგილოსანის სტატუსი კი ფინეთმა მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე თადარიგში დააბრუნეს და 12 წუთში 4 ქულა ჩააგდო

ინტერს სამომავლოდ მამარდაშვილი უნდა