in

საქართველომ კოსოვო დაამარცხა და ევროფინალის პლეი-ოფი გაინაღდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის შეხვედრაში კოსოვო დაამარცხა. პრიშტინაში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი სხვაობით მოიგო – 1:3.

საქართველოს ნაკრემბა მეტოქე გიორგი ღავთაძის, ნიკა ხარატიშვილის და არჩილს სებისკვერაძის გოლებით დაამარცხა და ამ გამარჯვებით ჯგუფში მეორე ადგილი და პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი 16 აპრილს საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ისევ მაგარია: ბრწყინვალე თამაში, მშრალი კარი და გამარჯვება მისი წყალობით

ლევანტემ მოგება ხელიდან გაუშვა, ქოჩორამ კარგად ითამაშა