in

საქართველომ ისტორია დაწერა: პორტუგალია ჩვენს გამარჯვებას დამსახურებულს უწოდებს

საქართველომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია დაამარცხა (2:0). ჩვენი მეტოქე მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, რადგან ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა.

თამაში შეაფასა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა:

„მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. გატანას ვცდილობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

დაცვაზე ვიმუშავეთ, რომ მეტოქის კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. პირველ წუთებზე გოლის გაშვებამ ცუდად იმოქმედა, ყველაფერი გართულდა.
ამან საქართველოს თავდაჯერება შემატა და მათი გამარჯვება დამსახურებული იყო.

მეტი ინტენსივობით თამაში გვჭირდებოდა. ეს ის მატჩი იყო, სადაც საქართველომ ისტორია დაწერა. მისთვის ეს ისტორიული შანსი იყო, რომ ჩვენ კი უკვე გასულები ვიყავით. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ, მაგრამ ქართველები ძალიან სწრაფად გადადიოდნენ კონტრშეტევაზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვქონდა ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა: ვამაყობ ამ ბიჭებით

არავისზე ნაკლები არ ვართ: რა თქვა ხვიჩამ რონალდოსთან შეხვედრაზე