in

საქართველომ იაპონიას მოუგო: მაგარია!

საქართველოს ნაკრებმა ტესტ მატჩში სტუმრად დაამარცხა იაპონიის ნაკრები 25:23.
ძალიან მაგარი შედეგია ასეთ ძლიერ გუნდთან.

თამაში დღეს იაპონიის ქალაქ სენდაიში ჩატარდა და ქართველების გამარჯვებით დასრულდა. “ბორჯღალოსნებმა” იაპონელებს 10 წლის შემდეგ პირველად აჯობეს. განვლილი 6 თამაშიდან 5 მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო საქართველომ ერთადერთხელ, 10 წლის წინ მოიგო.

საქართველო

15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

    მასპინძლებმა თამაში ტემპში დაიწყეს და მალევე დაწინაურდნენ – 7:0.
    გაშვებული ლელოს შემდეგ ჩვენებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება და ორი ჯარიმა მოვიპოვეთ. ლუკა მატკავამ ორივე ზუსტად დაარტყა და ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა.

    მასპინძლებს უხეშობისთვის კაცი გაუგდეს და საქართველომ ამით ისარგებლა: ვანო კარკაძემ ლელო დადო, ამას მიხეილ ალანიასიც მოჰყვა და შესვენებაზე წინ გავედით – 18:13.

    იაპონიამ მეორე ნახევარი აქტურად დაიწყო. ჯარიმა გაგვიტანეს, მერე კაცნაკლული უკვე ჩვენ დავრჩით და მასპინძლებმა ესეც გამოიყენეს: ლელო დაგვიდეს და წინაც გავიდნენ – 23:18.

    ამის მერე საქართველომ გვარიანად შეუტია და შედეგიც მიიღო: 72-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ მესამე ლელო დადო, მატკავამ გარდასახა და საქართველოს მოაგებინა.

    What do you think?

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *

    GIPHY App Key not set. Please check settings

    პირველი მოგება ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე .

    ლუკა მატკავა ფრანგულ გრანდში გადავიდა