ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი თურქეთთან ითამაშა და მოიგო – 14:11.
მატჩის გამარჯვებული მეორე ჯგუფურ ეტაპზე მე-5 ადგილს დაიკავებდა და საბოლოოდ მე-9 ადგილისთვის იბრძოლებდა და სწორედ ეს იდო სასწორზე.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ჩვენებმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვეს:პირველ სამ წუთში ოთხი უპასუხო ბურთი შეაგდეს.
საქართველოს ნაკრები ბელგრადში კიდევ ერთ მატჩს გამართვს: მე-9 ადგილის დასაკავებლად ქართველი წყალბურთელები 22 იანვარს საფრანგეთს შეხვდებიან (18:15 სთ).
საქართველო- თურქეთი 14:11 (1:3, 5:3, 2:3, 6:2)
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (2), დადვანი (3), ბითაძე, ვასიჩი (4), ადეიშვილი (1), სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (1), ტანკოვიჩი (1), პიეშივაცი, გვეტაძე, ვლანოვიჩი (1), ჩიქოვანი (1)










F ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 3 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.
ამავე ჯგუფში: იტალია – ხორვატია 13:10, რუმინეთი – საბერძნეთი 9:18.
საქართველომ ტურნირზე 6 მატჩიდან 2 მოიგო (თურქეთთან და სლოვენიასთან) და 4 წააგო (საბერძნეთთან, ხორვატიასთან, იტალიასთან და რუმინეთთან).



GIPHY App Key not set. Please check settings