უეფამ ერთა ლიგის წინა გათამაშებაში მონაწილეობისთვის გუნდების მიერ გამომუშავებული თანხების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
საქართველომ ტურნირში მონაწილეობისთვის 1.5 მილიონი ევრო აიღო. ჩვენმა ჯგუფელებმა უკრაინამ და ალბანეთმაც იგივე თანხა მიიღეს. ჯგუფი ჩეხეთმა მოიგო და დამატებით 1.5 მილიონი ევრო ერგო, ანუ სულ 3 მილიონი.
წინა ერთა ლიგა პორტუგალიამ მოიგო და 12 753 მილიონი ევრო შეხვდა.
ჯამში კი უეფამ ერთა ლიგაში მონაწილეობისთვის 129.012 მილიონი ევრო ჩამოარიგა.



GIPHY App Key not set. Please check settings