ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისთვის მატჩი საფრანგეთთან 6:12 წააგო და ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულა.
მატჩი ფრანგი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. მათ პირველი ტაიმი 5:2 მოიგეს. მესამე მეოთხედში ქართველმა წყალბურთელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა ანგარიშში ჩამორჩენა ვერ შეამცირეს. მეოთხე მეოთხედი კი სრულად საფრანგეთის ნაკრების სცენარით მიმდინარეობდა – 4:1.
საქართველო – საფრანგეთი 6:12 (1:2, 1:3, 3:3, 1:4)
საქართველო: რაზმაძე, ახვლედიანი (2), დადვანი, შუშიაშვილი, ბითაძე, ტყეშელაშვილი, ჯახაია, ძიხწიარენკა (2), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (1), ვასიჩი (1), პიეშივაცი, კაპანაძე
2023 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა წააგო, შემდეგ მერვედფინალში რუმინეთთან დამარცხდა და 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე ერთადერთი მატჩი გერმანიისთანმოიგეს – 15:10.
GIPHY App Key not set. Please check settings